„გარდიანი“- კვლევის თანახმად, უფრო მეტი ბრიტანელი უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას, ვიდრე ეწინააღმდეგება

კვლევის მიხედვით, უფრო მეტი ბრიტანელი უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას, ვიდრე ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.

5000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ 47% მხარს უჭერს საბოლოო რეფერენდუმის გამართვას „ბრექსიტთან“ დაკავშირებით, როგორც კი კავშირიდან გასვლის პირობები გახდება ცნობილი, მაშინ როცა 34% ამას ეწინააღმდეგება.

მთავრობამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ხელახალ რეფერენდუმს ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით არ დანიშნავს, თუმცა ხელახალი რეფერენდუმის მოთხოვნა დარჩენისა და გასვლის მომხრეებიდან მომდინარეობს.

„ბრექსიტის“ კამპანიის ყველაზე უფრო ცნობილმა მონაწილემ ნაიჯელ ფარაჟმა ხელახალი რეფერენდუმის გამართვის იდეას მხარი დაუჭირა.

„შესაძლოა, მივაღწიე აზროვნების იმ წერტილს, რომ უნდა გავმართოთ ხელახალი რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხელახალი რეფერენდუმი რომ გაგვემართა, გასვლის მომხრეების პროცენტული რაოდენობა ბევრად მეტი იქნება“, - განაცხადა ფარაჟმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო