სოფიო ქაცარავა გერმანიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატს ელგუჯა ხოკრიშვილს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე გერმანია-საქართველოს შორის არსებული საპარლამენტო მჭიდრო ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, კულტურული კავშირები და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით. ასევე არსებული პროექტები და პერსპექტივები, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და ახალი ფორმატი მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ასევე გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 100 წლისთავს, მასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ღონისძიებებს.

„საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, ტრადიციულად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს ელჩებთან, რათა საგარეო პოლიტიკა უფრო თანმიმდევრული და ეფექტური იყოს. როგორც წესი, ასეთი შეხვედრების დროს დიპლომატიური მისიის დღის წესრიგსა და მთავარ პრიორიტეტებს განვიხილავთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეეგ სოფიო ქაცარავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს