მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 თებერვალს პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს გამართავს

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს გამართავს.

„4 თებერვალს კიევში შევიკრიბებით 12 საათზე. ალბათ, ტრადიციულად გავემართებით შევჩენკოს პარკიდან, შემდეგ კი იქნება დიდი შეკრება მაიდანზე“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ News One-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დაამატა, რომ შინაპატიმრობის ნაყოფიერად გამოყენებას გეგმავს, ხოლო ბინაში, რომელიც ნაქირავები აქვს, ტელესტუდიის მსგავსი რაღაცის გაკეთებას ფიქრობს.

26 იანვარს, მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა