მონადირეები ფოთის მერის მოადგილეებს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ქალაქის მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იტყობინება, შეხვედრა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემაზე, რომელზეც მონადირეები საუბრობენ, მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ მოგვარდება. მათი თქმით, საქმის კურსში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ჩააყენებენ, რათა გამოსავალი ერთობლივად იპოვონ.

”ჩვენი, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ერთადერთი, მივმართოთ სამინისტროს, რომ გამოყოს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, გაეცნობიან ამ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება, ჩვენ ჩარევისა და რაიმე ცვლილების შეტანის უფლება არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა.

ფოთში, მონადირეები ნადირობაზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, ხოლო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო