ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე დიდგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგების დროებით შეზღუდვა შეეხება: სოფლების ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის, სავანელის, გერგეთის და შხეფის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და რთველაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, ჩახავას, ჩხეიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს