ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტოში საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრები არიან დასაქმებული

თბილისის საკრებულოში ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესდა არის თუ არა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ნეპოტიზმის ნიშნით შერჩეული კადრებით დაკომპლექტებული. როგორც შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ბაღების მართვის სააგენტოში საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრები არიან დასაქმებული. მან კითხვით მიმართა გვანცელაძეს, არის თუ არა ინფორმირებული ამის თაობაზე.

თავის მხრივ, კახაბერ გვანცელაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხით დაინტერესდება.

"ეს ადამიანები კრიტერიუმების გათვალისწინებით იქნენ მიღებული. გავერკვევი ამ საქმეში და დავაზუსტებ", - განაცხადა გვანცელაძემ.

ამის შემდეგ გვანცელაძემაც ასევე კითხვით მიმართა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ "მაშინ როცა ჯგუფებია გადავსებული რატომ გადაწყვიტა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შენობები გაეყიდა. ამასთან, რა იყო განსხვავებული „ნაციონალების“ დროს ბაღებში, მაშინ როცა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი 12 ათას ლარიან პრემიას იღებდა?!"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო