არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის მერიამ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი“ დაარღვია. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მერიამ გასული წლის 12 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი მესამე რაუნდზე შეწყვიტა და ამით კერძო კომპანიას ტენდერის მოგების შესაძლებლობა წაართვა.

„12 დეკემბერს გამოაცხადეს 498 600 - ლარიანი ტენდერი გარეგანათებისა და შუქნიშნების მოწესრიგებაზე, 21 დეკემბერს შეაქვს ცვლილება ტენდერში და მზადყოფნას გამოთქვამს გამარჯვებულის გამოსავლენად. ტენდერში მონაწილეობდა ორი პირი, გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა 3 იანვარს, როდესაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, მერიამ გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა ტენდერი და გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამით დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი“, რადგან შესყიდვების სააგენტოს ტენდერის შეწყვეტის შესახებ უნდა ეცნობოს ათი დღით ადრე, თუ მერია დეკემბრის ბოლოს მზადყოფნას გამოთქვამდა ტენდერის გაგრძელებაზე, შესაბამისად მას შეწყვეტა განზრახული არ ჰქონდა“, - აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

მისი თქმით, ეს არის მერიის მიერ ბიზნესსაქმიანობაში ჩარევა.

„ნაცვლად იმისა, რომ მერია კონკურენციის და ვაჭრობის მომხრე იყოს და ეხმარებოდეს ბიზნესს განვითარებაში, თავად შედის ბაზარზე და ა(ა)იპ- ს ქმნის, რითაც თავად იღებს ვალდებულებას გარეგანათების მოწყობაზე. ეს მიუთითებს ერთ რამეს, თუ არ ხარ მერიის სასურველი კომპანია, მაშინ შენ ჩამოგაშორებენ ბაზრიდან და იძულებული ხდები შეწყვიტო საქმიანობა. მერია თავად გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას, შექმნის ახალი ა(ა)იპ- ს, რომელსაც დასჭირდება ახალი შენობა, ახალი ტექნიკა და თანამშრომლები, რაც, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნება“, - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ქუთაისის მერიაში უპასუხეს. როგორც მერიაში განმარტავენ, მათ კანონი არ დაურღვევიათ.

”ტენდერი შეწყდა მას შემდეგ, როცა ვნახეთ ვინ იყვნენ პრეტენდენტები. მცდარია ის, რომ შევწყვიტეთ მაშინ, როცა ჩვენ ეს გვინდოდა. ორგანიზაციას ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია შეწყვიტოს ტენდერი. ათი დღით ადრე შეთანხმების ვალდებულება არ ვიცი საიდან მოიტანეს, მსგავსი რამ ჩვენთვის არ არის ცნობილი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, არა თუ შესყიდვების კანონი არ დაგვირღვევია, არამედ არც პრეტენდენტების უფლებები დარღვეულა“, - განაცხადა მერიის შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, ა(ა)იპ-ის შექმნით, გაცილებით დიდ ეკონომიას მიიღებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა