მარტვილში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, თბილისის „დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა რეგიონში ახალგაზრდა ფეხბურთელების ფორმირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და სამეგრელოში ფეხბურთის განვითარებას ემსახურება.

”აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობის შედეგად შეიქმნა. მხოლოდ 2018 წელს მარტვილის საფეხბურთო აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს.

გახსნის საზეიმო ღონისძიების პარალელურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამოს" შორის, რომლის თანახმად, აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის საწვრთნელი პროცესი დინამოს პროგრამით ჩატარდება და ამასთან, დინამო თბილისი მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთელები სრულიად უფასოდ მოემზადებიან.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაოებზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ - EIB) და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ - EIB).

საფეხბურთო სკოლის გახსნის ცერემონიალზე ლევან კობიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მარტვილის სკოლის ხელმძღვანელებს, აკადემიის მშენებლობაში ჩართულ ადამიანებს, ინვესტორს - თბილისის დინამოს და წარმატებები უსურვა”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გახსნის ცერემონიას ”დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა