ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, მექანიზაციის, ირიგაციის და მიწის მართვის მიმართულებებით.

ლევან დავითაშვილმა პასკალ მენიეს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ელჩს ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს.

როგორც პასკალ მენიემ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს დარგის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ელჩმა ლევან დავითაშვილს საფრანგეთში მესაქონლეობის მიმართულებით დაგეგმილი გამოფენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნულ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს