GGI-ის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართეს

გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI, USAID) პროექტის TETRA TECH ARD ხელმძღვანელს, დევიდ სმიტს და TETRA TECH ARD ვიცე პრეზიდენტს საოპერაციო ნაწილში, ჯონ ნითლერს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI, USAID) თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

”დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) პროექტის მიზანია საქართველოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის ამაღლება, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების სხვადასხვა დონეზე”, - განმარტავენ აუდიტის სამსახურში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნაცვლიშვილი და GGI, USAID-ის საკანონმდებლო და ზედამხედველობის უფროსი მენეჯერი ნინო ვარდოსანიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა