მიხეილ სააკაშვილი - მე ჯერ პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს მთავაზობდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე მას არსენი იაცენიუკის მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს სთავაზობდნენ. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის უზენაეს სასამართლოში, მისი საჩივრის განხილვის დროს განაცხადა.

„მე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს მთავაზობდნენ, თუმცა იაცენიუკს გავესაუბრე და მივხვდი, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა. შემდეგ მე გავხვდი პოროშენკოს მრჩეველი, სადაც ვიმუშავე იქამდე, ვიდრე ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე ვერავინ მოძებნეს. მე საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე და პოროშენკო დიდი სიხარულით დათანხმდა... შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტები... მე გადავდექი... გადადგომამდე პრეზიდენტი მთავაზობდა უკრაინის ელჩის თანამდებობას ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში - უკრაინიდან შორს. მე უარი განვუცხადე და ამერიკაში წავედი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა