პარლამენტის აპარატსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთი მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების და მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ნიკოლოზ ნათენაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს.

”მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივ თანამშრომლობას, ერთი მხრივ, ჩვენი თანამშრომლებისთვის გარკვეული ბენეფიტების განხორციელებას საგანმანათლებლო კურსით, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით შესაძლებლობა მივცეთ სტუდენტებს გაიარონ პრაქტიკა პარლამენტში, საპარლამენტო საქმიანობის გაცნობის კუთხით და მიიღონ ის ცოდნა, რომელიც მათ მომავალში თავიანთი საქმიანობისთვის გამოადგებათ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ნათენაძემ.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის, მარინე იოსელიანის განცხადებით, პარლამენტთან გაფორმებული მემორანდუმი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის ურთიერთობა იმ ინსტიტუციასთან, სადაც სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და მოხდება იმ ცოდნის განმტკიცება, რომელსაც სტუდენტები საჯარო მმართველობის პროგრამებზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში იღებენ. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი იმისთვის, რომ სტუდენტებმა ადგილზე მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის თანამშრომლებს ამ ინიციატივისთვის და იმ საქმის მხარდაჭერისთვის, რასაც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ემსახურება“, - განაცხადა მარინე იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა