დონალდ ტრამპი - მე ფემინისტი არ ვარ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ფემინისტი არ არის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანელი ჟურნალისტისთვის პირს მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს ფემინისტად, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:

„არა, მე არ ვიტყოდი, რომ ფემინისტი ვარ. ეს გადაჭარბებული იქნებოდა“.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, „ის მხარს უჭერს ქალებს, კაცებს და ზოგადად ყველას“.

დონალდ ტრამპი ასევე გამოეხმაურა ვაშინგტონში გამართულ ქალთა მარშს, სადაც მისი პრეზიდენტობის წლისთავი გააპროტესტეს.

„მარშები ყოველთვის იქნება. რაც შეეხება ამ მარშს, ის მცირერიცხოვანი იყო, ვიდრე გასულ წელს გამართული მარში“, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს