თურქეთის მთავრობის სპიკერი - ჩვენი ქურთი ძმები არ არიან თურქეთის ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ სამიზნეები

სირიის ჩრდილო-დასავლეთში ჩვენი ქურთი ძმები არ არიან თურქეთის ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ სამიზნეები, - ამის შესახებ დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და მთავრობის სპიკერმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ქურთებს სირიასა და ერაყში, როცა მათ ჩაგვრა ემუქრებოდათ, თურქეთი გააგრძელებს ქურთებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერას, ვისაც ჩაგვრა და სისასტიკე ემუქრება.

ბოზდაღის თქმით, ოპერაციის მიზანი ქურთული დაჯგუფებების განადგურებაა რეგიონში, ასევე სამოქალაქო პირებისთვის უსაფრთხოების შექმნა, რომელთა შორის არიან: თურქმენები, არაბები, ქურთები და იქ მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები.

მან დაამატა, რომ ოპერაცია მიმდინარეობს ისე, რომ სირიის სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობა, სუვერენულობა და პოლიტიკური ერთობა დაფასებულია.

„თურქეთი ოპერაციის წარმატებით დამთავრებისთანავე გამოიყვანს ჯარებს რეგიონიდან“, - აღნიშნა ბოზდაღმა და დაამატა, რომ ოპერაცია აფრინში არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.

„ტერორისტული არმიის ფორმირება ღია საფრთხეა თურქეთისა და სირიისთვის“ , - აღნიშნა ბოზდაღმა.

ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ თურქეთმა 20 იანვარს დაიწყო. როგორც თურქეთული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, თურქეთის გენშტაბის მონაცემების ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ქურთული დაჯგუფებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ 597 წევრია ლიკვიდირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა