ირაკლი სესიაშვილი - თორნტონის განცხადებამ გამახსენა ავღანეთში სპეცოპერაცია, როცა ალყაში მოქცეული ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე ჩვენმა ჯარისკაცებმა იხსნეს

ლორა თორნტონის განცხადებამ გამახსენა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები ალყაში მოექცნენ და ჩვენმა ჯარისკაცებმა ალყა გაარღვიეს და პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს მისი კოლეგის ირაკლი მეზურნიშვილის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა.

„ძალიან გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება. მას ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები სწორად ვერ გაიგებდნენ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მეზურნიშვილი დღეს პრესკონფერენციით გამოეხმაურა. საუბარია ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე:

”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!” - დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა