აფგან მუხთარლის მეუღლე - საქართველოს პროკურატურა ძილის რეჟიმში მოქმედებს

აფგანს მაღალი არტერიული წნევა აქვს და აწუხებს თირკმელების ტკივილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აფგან მუხთარლისთვის 6-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რამდენიმე დღეში ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. აფგანს მაღალი არტერიული წნევა აქვს და აწუხებს თირკმელების ტკივილი. ერთი თვის წინ მისი და და ორი დისშვილი გაზის გაჟონვისგან გარდაიცვალნენ. მას ნება არ დართეს დაკრძალვას დასწრებოდა. დღემდე აზერბაიჯანში პოლიტიკურ პატიმრებს ამის საშუალებას აძლევდნენ. ის ერთადერთი პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც თავისი ოჯახის წევრის დაკრძალვაზე დასწრების ნებართვა არ მისცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან მუხთარლის, როგორც ტერორისტს, ისე ექცევა“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მისი თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც აფგან მუხთარლი იმყოფება, კარგი ექიმი და საჭირო აღჭურვილობა არ არის.

ლეილა მუსტაფაევამ ასევე ისაუბრა აფგან მუხთარლისთან დაკავშირებული საქმის გამოძიებაზე საქართველოში.

„რაც შეეხება საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებს, საქართველოს პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით ძილის რეჟიმში მოქმედებს. როგორც პოლიცია, ასევე პროკურატურა საქართველოს მთავრობის, კერძოდ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ინსტრუქციების თანახმად მოქმედებს. ეს უწყებები არ არის დამოუკიდებელი და ისინი ხელს აფარებენ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომელიც აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში უკანონოდ გადაცემაზე დათანხმდნენ. რვა თვე გავიდა და არავისთვის წაუყენებიათ ბრალი“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს