გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის პროექტს - Teen academy იწყებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის პროექტს - Teen academy იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტის მიზანია პროფესიული ორიენტაციის, კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

მათივე ინფორმაციით, Teen academy-ის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტები - „გახდი იურისტი“, რომელიც 4-კვირიანი სასწავლო კურსია პრაქტიკული ელემენტებით. მისი მიზანია გააცნოს მოსწავლეებს სამართლის მეცნიერების არსი, კანონი, სამართლის დარგები. ამასთან, გააცნოს, რას შეისწავლის თითოეული, როგორია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ძირითადი ასპექტები და სხვ. აღნიშნული პროექტისთვის - „გახდი იურისტი“ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 20 თებერვალია.

პროექტი - „გახდი პოლიტიკოსი“, რომლის ფარგლებშიც 5-9 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შანსი, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში და თავისი წვლილი შეიტანონ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან. უნივერსიტეტისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ შეირჩევა გამარჯვებული ჯგუფი, რომლის თითოეული წევრი უნივერსიტეტისაგან მიიღებს 3 000- ლარიან ვაუჩერს. პროექტ „გახდი პოლიტიკოსისთვის“ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 1-ლი მარტია.

პროექტ „მედიაციის“ ფარგლებში ყველა მე-11 და მე-12 კლასელს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროექტში და მოიპოვოს 100%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნის შემთხვევაში, ისწავლოს უფასოდ ან მიიღოს ნაწილობრივი გრანტი 2250 ლარიანი სწავლის საფასურით. პროექტ „მედიაციისთვის“ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 8 თებერვალია.

პროექტი „გახდი ჟურნალისტი“ 3-დღიანი კურსია, რომელიც დატვირთულია თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით. აღნიშნული კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან რადიოში მუშაობის, ინფორმაციის, სიუჟეტების მომზადების წესებსა და დაეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს. პროექტ „გახდი ჟურნალისტისთვის“ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 8 თებერვალია.

პროექტი „ფსიქოლოგია“ 3-დღიანი პროექტია, სასწავლო კურსის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები საქართველოში. პროექტ „ფსიქოლოგიისთვის“ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 8 თებერვალია.

როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აცხადებენ, 21-23 თებერვალს Teen Academy-ის ფარგლებში იწყება პროექტი „ბიზნესის და მენეჯმენტის“ საფუძვლები, რომლის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს ბიზნესისა და მენეჯმენტის საფუძვლები და დაანახონ მათ, თუ რატომ უნდა დაუკავშირო შენი მომავალი პროფესია ბიზნესს. „ბიზნესის და მენეჯმენტის საფუძვლებისთვის“ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 18 თებერვალია.

გარდა ამისა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ღია კარის დღეები 3-დღიანი პროექტია, რომლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს სტომატოლოგის პროფესია და პრაქტიკული სამუშაოებით შეასწავლოს მისი საფუძვლები. სტომატოლოგიისთვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 8 თებერვალია.

დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTgtVm9BqxF3x2Ag0YjJNBI7zU7dGYKwc3eFLOsfOC77SCDw/viewform

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატსა და 5%-იან ვაუჩერს, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15% -იც დაემატება.

პროექტის ლოკაციაა - დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ., გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს