უცხო ქვეყნების სამხედროებს უკრაინაში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სხვა სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებს ნებას რთავს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის საიტზეა ნათქვამი.

ქვეყნის პირველი პირის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა 18 იანვარს მიიღო.

კანონი სხვა სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებს ნებას რთავს ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა მიიღონ. მასში მითითებულია, რომ 2018 წელს დაგეგმილი შეიარღებული ძალების ქვედანაყოფების მომზადების მრავალეროვნულ სწავლებებში 3000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას აშშ-დან და ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან, მათივე შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო