ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილემ, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა, თანამდებობა დატოვა.
როგორც ბრიტანული BBC იუწყება, ენდრიუ მაქკებიმ შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გადადგომას წინ, ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტისა და მაქკების შეხვედრა უძღოდა.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს ჰკითხა, თუ ვის მისცა ხმა და ვის მხარეს არის. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ფედერალური ბიუროდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.