რამაზ საყვარელიძე - როგორც ჩანს, შეიძლება თანამდებობის პირებში იყოს ჩადებული საფრთხე, რომ გარკვეული მფარველობა გაუწიონ დანაშაულს

როგორც ჩანს, შეიძლება თანამდებობის პირებში იყოს ჩადებული საფრთხე, რომ გარკვეული მფარველობა გაუწიონ დანაშაულს, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადმინისტრირებაშია, რომელსაც შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

“ადმინისტრირებაში რომ არის პრობლემა, ამიტომაა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას რომ სწევენ მაღლა. ვფიქრობ, აღსრულებისკენ არის ორიენტიებული ის, რომ თანამდებობის პირს, რომელიც უყურადღებო ან ლოიალური იქნება დანაშაულის მიმართ, გაეზარდოს სასჯელი. ასეთი ლოიალურობის კატასტროფული მაგალითი იყო გირგვლიანის საქმე. როგორც ჩანს, შეიძლება თანამდებობის პირებში იყოს ჩადებული ეს საფრთხე, რომ გარკვეული მფარველობა გაუწიონ დანაშაულს”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.