გია ხუხაშვილი - არაერთი პრეცედენტი ვნახეთ იმის, რომ საქართველოში შეიძლება ქურდული სამყაროს რომანტიზების ერა დაბრუნდეს

დღევანდელი ხელისუფლება ჰუმანურია, მაგრამ ეს ჰუმანურობა, სამწუხაროდ, კრიმინალურმა სამყარომაც სათავისოდ აღიქვა, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში ე.წ ქურდული სამყაროს რომანტიზება შეინიშნება, რაც საფრთხის შემცველია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შს მინისტრი საფრთხეებს კარგად აღიქვამს და მოუწოდებს მას, კრიმინალური პოლიციის საქმიანობა პირად კონტროლზე აიყვანოს.

“შს სამინისტროს ინიციატივის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დიაგნოზი სწორად უნდა დავსვათ. ფაქტია, რომ გაურესდა მდგომარეობა. წინა ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა ნულოვანი ტოლერანტობა, ძალოვან სისტემას იყენებდა პოლიტიკური ინტერესებისთვის, მაგრამ მას არ აძლევდა თვითშემოქმედების საშუალებას. დღევანდელი ხელისუფლება ჰუმანურია, მაგრამ ეს ჰუმანურობა, სამწუხაროდ, კრიმინალურმა სამყარომაც სათავისოდ აღიქვა. არერთი პრეცედენტი ვნახეთ იმის, რომ ქურდული სამყაროს რომანტიზების ერა შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად გაყვანილი იყო თამაშიდან. გახშირებული სისხლიანი გარჩევები ახალგაზრდებში და ა.შ. ამის გამოძახილია. ეს რომანტიული სუნი დაუბრუნდა ამ უბედურებას. იგივე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი, სადაც 100-მდე ადამიანი დაიკითხა და არავინ თქვა, თუ რა მოხდა იქ. შს სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს, რადგან გაუარესდა ვითარება და ამას მიხვდა შს მინისტრი. კანონმდებლობა ისედაც მკაცრია და თუ კიდევ გამკაცრდება, ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მთავარია ადმინისტრირება და ის უბედურება, რაც კრიმინალურ პოლიციაში ხდება. შს მინისტრმა ეს ყველაფერი უნდა აიყვანოს კონტროლქვეშ “, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს