გენერალი ჯოზეფ ვოტელი - ამერიკელი სამხედროები სირიის ქალაქ მანბიჯიდან გამოსვლას არ აპირებენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიის ქალაქ მანბიჯიდან გამოსვლას არ აპირებენ.

„ამ ქალაქიდან ძალების გამოყვანა არ არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ“, - ციტირებს გენერალ ჯოზეფ ვოტელის სიტყვებს ტელეკომპანია CNN-ი.

აქამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აფრინში ატარებს, შესაძლოა მანბიჯზეც გავრცელდეს. თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას აშშ-ს მოუწოდა, თავისი ძალები მამნბიჯიდან გაიყვანოს.

20 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სირიაში მოქმედი ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო. ოფიციალური ანკარა „სახალხო თავდაცის ძალებსა“ და „დემოკრატიული კავშირის“ პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო