თბილისის მერია შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის შემოწმებას იწყებს

თბილისის მერია, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" შემოწმებას იწყებს, რომელშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. ეს არის კომპანია, რომელმაც შესაბამისი სამუშაოები მეტროსადგურ „ვარკეთილშიც“ აწარმოა, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა და 11 ადამიანი დაშავდა.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" შემოწმება დღესვე დაიწყება.

„დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რათა ყველა უბედურება იყოს თავიდან აცილებული“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილს" რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო