ანა ნაცვლიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" თავი დაანებოს გირგვლიანის სახელით მანიპულირებას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას მოუწოდებს, „გაათავისუფლოს სისტემა იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ "გირგვლიანის პაკეტი" უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან გათავისუფლება, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში გირგვლიანის პაკეტი იქნება ფარსი. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ “გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობის დაწყება დააანონსა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, გამკაცრდება სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა