ირაკლი კობახიძე - მეტროსადგურები სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

მეტროსადგურები სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ზოგადად სამუშაოები გასატარებელია.

"როდესაც საარჩევნო შტაბში თბილისის წინასაარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია მეტროში. მეტროსადგურები სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს მოითხოვს სერიოზულ რესურსებს. ამ ყველაფერში მხარდაჭერას გაგვიწევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გაგრძელდება მეტროს რეაბილიტაციის პროექტი",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას, კობახიძის თქმით, რისი გაკეთებაც საჭიროა კანონმდებლობის დონეზე, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ, დანარჩენი კი კონკრეტული პროექტების და პროგრამების საქმეა, რომლებიც, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო