ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ერიკ ჰოგს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა, საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სადამკვირვებლო მისიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებს და საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ერიკ ჰოგმა მისიის საქმიანობის ფორმატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი ვალდებულება და მას სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით წვლილი შეაქვს საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთმა სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მისია ამ რეგიონებშიც შეძლებს თავისი მანდატის განხორციელებას.

შეხვედრაზე ამ სფეროში პარლამენტის როლსა და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით პარლამენტის დღის წესრიგზე გაამახვილეს.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო