საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება მიზნად ისახავს სამართლის მეცნიერების განვითარებასა და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, აგრეთვე მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერისათვის მომზადების უზრუნველყოფასა და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების შეძენის ხელშეწყობას.

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირების თაობაზე, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად შეესაბამება იურიდიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს დ ა მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის, აკადემიური ნაშრომების შექმნისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების სრულყოფისაკენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს: ერთობლივი საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას; ყოველწლიური/მიზნობრივი სკოლების ფორმირებას; ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების/სემინარების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას; იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებაში ურთიერთდახმარებას; საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში სტუდენტებისთვის გაცნობითი ხასიათის ექსკურსიების მოწყობას; ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთის მატერიალური რესურსების (საბიბლიოთეკო რესურსები და სხვ.) გამოყენების ხელმისაწვდომობას.

აგრეთვე, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა/შემუშავებას, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ საზაფხულო სკოლის ორგანიზებისა და სამართლებრივი ჟურნალის გამოცემის თაობაზეც.

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართლის სასწავლო პროგრამას, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსებისათვის ითვალისწინებს მოკლევადიანი კურსების წარმოებას ქართველი და უცხოელი ლექტორების მონაწილეობით;

სამართლებრივი ჟურნალი კი ორენოვანი პერიოდული სამეცნიერო გამოცემაა, რომელიც მოიცავს ქართველი ან/და უცხოელი ავტორების ნაშრომებს საკონსტიტუციო სამართალში და შედგენილია საერთაშორისო სტანდარტებისა და აკადემიური წერის პრინციპების დაცვით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს