ბელგიის პრემიერი - ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას მხარი არ დაუჭიროს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას მხარი არ დაუჭიროს, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა სანქციების გაძლიერებას მხარი არ დაუჭიროს”, - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის რამდენიმე საკითხზე უთანხმოება არსებობს, თუმცა დიალოგი მიმდინარეობს.

“დიალოგი არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ სხვადასხვა პროცესები და უფრო მეტ სტაბილურობას მივაღწიოთ”, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციები თვითმიზანი არ არის, დიალოგი კი იმისთვის არის საჭირო, რომ “უკეთ ვიპოვოთ გზა, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული ნაყოფიერი ურთიერთობების შესაქმნელად არის გასავლელი”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს