უკრაინამ მიწისზედა ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტა წარმატებით გამოსცადა

უკრაინამ წარმატებით გამოსცადა მიწისზედა ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების განადგურება შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რაკეტის შექმნაში მხოლოდ უკრაინელი კონსტრუქტორები მონაწილეობდნენ.

“ჩვენი ფრთოსანი რაკეტების მოქმედების სიშორე და მათი საბრძოლო აღჭურვილობა არ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ ხელმოწერილ არც ერთ საერთაშორისო შეთანხმებას”, - განაცხადა ტურჩინოვმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს