კახა კალაძე - კონკრეტულ მითითებას ვერავიზე გავცემ, დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა გეტყვით, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს

კონკრეტულ მითითებას ვერავიზე გავცემ, დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა გეტყვით, რომ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, - ასე უპასუხა ”ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის გამო თბილისის მერიის ძველი ადმინისტრაციის, მათ შორის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა.

დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა ”ყვარელრემმშენის” დირექტორის განცხადებას, რომლის თქმითაც, კომპანიამ სამუშაოები სრულფასოვნად შეასრულა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, გამოძიების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, სახეზეა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

”ფაქტი სახეზეა, სამუშაოები, რომელიც ამ კომპანიამ შეასრულა, არის უხარისხოდ ჩატარებული. მე ამ წუთას ვერავიზე გავაკეთებ მითითებას. დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში შემოწმდება ყველა მეტროს სადგური და სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებში სამშენებლო ნაწილს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ”მომდევნო დღეების განმავლობაში მოხდება შესწავლა ყველა მეტროს სადგურის. ჩვენ დაანონსებული გვაქვს მეტროს სადგურებისა და შემადგენლობების განახლება. ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა სამშენებლო ნაწილს, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა დღეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი გუშინ საღამოს მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მდგომარეობას ექსპერტებთან ერთად გაეცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო