თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორი -“ყვარელრემმშენმა“ სატენდერო პირობები დააკმაყოფილა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორის ლევან მეხრიშვილის განცხადებით, შპს “ყვარელრემმშენმა“, რომელმაც მეტროს სადგურ “ვარკეთილის“ ჭერი შეაკეთა, სატენდერო პირობები დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, დადებითი იყო საექსპერტო დასკვნა “ყვარელრემმშენის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

“სატენდერო მოთხოვნები ძირითადად დაკმაყოფილებული იყო - ეს იყო მათი გამოცდილება, რა სამუშაოებიც ჰქონდათ შესრულებული. აქედან გამომდინარე, მათ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და გამარჯვებულად გამოვლინდა. შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს. ყოველთვის ტარდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემოწმებები. ექსპერტიზის დასკვნით და იმ ჯგუფის დასკვნით, ვინც მონიტორინგს ახორციელებდა, დასკვნა დადებითი იყო“, - განაცხადა ლევან მეხრიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.

მეხრიშვილი ვერ ასახელებს, რას შეიძლება გამოეწვია ჭერის ჩამოვარდნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს