მეტროს სადგურ “ვარკეთილში“ ჯერ არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და მას ჩამოჰყვა ჩვენი გაკეთებული ჭერი, - ამის შესახებ შპს “ყვარელრემმშენის“ დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ჟურნალისტებს ისნის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, თავიდანვე იყო შეთანხებული, რომ მეტროს სადგურში იქნებოდა დაკიდებული ჭერი და სამუშაოებთან დაკავშირებით არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია.