ალეკო ელისაშვილი - გამოვიდა და ვიღაცებს აბრალებს ეს გარეწარი და უტიფარი ნარმანია

გამოვიდა და ვიღაცებს აბრალებს ეს გარეწარი და უტიფარი ნარმანია, ერთი ადგილით უნდა ჩამოკიდო ეს მაიმუნი ვირიშვილი, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გდაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე პასუხისმგებელია როგორც კონკრეტული კომპანია, ისე თბილისის მერიის ყოფილი ადმინისტრაცია, მათ შორის ყოფილი მერი დავით ნარმანია.

ყოფილი დეპუტატის თქმით, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, მან პირადად ნარმანიას უთხრა, რომ კომპანია „ყვარელრემმშენი“ საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა და რომ აღნიშნულ მეტროს სადგურში უკვე არსებობდა გარკვეული რისკები, რაზეც მისივე განცხადებით, უმრავლესობის კრიტიკა დაიმსახურა.

„გამოვიდა და ვიღაცეებს აბრალებს ეს გარეწარი და უტიფარი ნარმანია, ერთი ადგილით უნდა ჩამოკიდო, ეს მაიმუნი ვირიშვილი. აგვისტოში პირადად მას ვუთხარი, რომ საეჭვო რეპუტაციის კომპანია როგორ გახდა ტენდერის გამარჯვებული. ამაზე აისხლიტა და მაგის მოადგილემ იქ ტლიკინი დამიწყო, ბრძენთაბრძენი ლექვინაძე რომ ჰყავდა და მთელი საკრებულოს უმრავლესობა მომიტრიალდა და მითხრა, შენ ხომ არაფერი გიხარია, შენ ხომ ჩასაფრებული ხარ და ა.შ. ვერ ვიტან, როცა ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, რომ აგვისტოში ვესაუბრე და ვერ იტყვის, რომ არ იცოდა. ამაზე გაკეთდა რეპორტაჟიც“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.