რუსეთის გენშტაბი - ”სამხრეთ ოსეთის” ჯარების ცალკეული შენაერთების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ცალკე ოსური ფორმირებების შექმნას არ ითვალისწინებს

სამხრეთ ოსეთის ჯარების ცალკეული შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება ცალკე ოსური საჯარისო ფორმირებების შექმნას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მეთაურის მოადგილე ვიქტორ პოზნიხირმა განუცხადა.

“ოსური ფორმირებები არ იქნება”, - განაცხადა პოზნიხირმა შესაბამის კითხვაზე პასუხად.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ შეთანხმებას და ფედერაციის საბჭოს დოკუმენტის რაფიტიცირებისკენ მოუწოდა.

ამ საკითხს ფედერაციის საბჭო დღეს განიხილავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს