ტრამპი - წარსულში უგუნურად ვათავისუფლებდით ტერორისტებს, მათ შორის იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიც

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა წინამორბედებმა „უგუნურად გაათავისუფლეს ასეულობით სახიფათო ტერორისტი“, მათ შორის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. ამის შესახებ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წარსულში ჩვენ უგუნურად ვათავისუფლებდით ასეულობით სახიფათო ტერორისტს, რათა შემდეგ მათ ისევ ბრძოლის ველზე შევხვდეთ. მათ შორის იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიც. როდესაც ეს შესაძლებელია, ტერორისტები უნდა გავანადგუროთ. საჭიროების შემთხვევაში, ისინი უნდა დავაკავოთ და დავკითხოთ. მაგრამ ერთადერთი რამ ნათელია - ტერორისტები უბრალო კრიმინალები არ არიან. ისინი მტრული მეომრები არიან, რომლებსაც დაკავებისას ისე უნდა მოექცე, როგორც ტერორისტებს“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძანება გასცა გუანტანამოს სპეციალური ციხის დახურვის შესახებ ბარაქ ობამას განკარგულების გაუქმების შესახებ.

ტრამპმა მოუწოდა კონგრესს მიიღოს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ქაედასთან“ ბრძოლაში ტერორისტების დასაკავებლად ვაშინგტონს ყველა საჭირო უფლებას მისცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო