ნიკი ჰეილი - ამერიკის მეგობრებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ, მტრებმა კი იციან, რომ აშშ მათ გასაქანს არ მისცემს

გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონგრესში ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამერიკისთვის დიდი დღე დადგა“.

„დღეს პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ ლიდერია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია მაშინ, როდესაც მკაფიო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაც ამერიკელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პირველ რიგში“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ამერიკის მეგობრებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ აშშ-ს იმედი ჰქონდეთ, ხოლო მტრებმა კი იციან, რომ აშშ მათ გასაქანს არ მისცემს“.

„ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ რეჟიმებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიც არის „ისლამური სახელმწიფო“, რომლებიც კარგავენ თავიანთ პოზიციებს და გაქცევაზე არიან“, - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ ვინ უჭერს მას მხარს გაერო-ში და ვინ არა.

„ამერიკა კვლავ ხელგაშლილი ქვეყანა იქნება, ვინაიდან ეს ამერიკული წესია, თუმცა ჩვენ არ მივცემთ კარტ-ბლანშს იმ ქვეყნებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ამერიკისთვის ახალი დღე დადგა - ეს დიდი დღეა“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა