საფრანგეთში გაზეთ Charlie Hebdo-ს საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში გაზეთ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე და კოშერული საკვების მაღაზია Hyper-Cacher-ზე 2015 წელს მომხდარი თავდასხმის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.

30-დან 36 წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცი დაკავებულია „იმ როლის დასადგენად, რომელიც მათ, შესაძლოა, ტერაქტების განმახორციელებლებისთვის იარაღის მიწოდებაში შეასრულეს“.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს გაზეთ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა ძმებმა საიდ და შერიფ კუაშებმა მოაწყვეს. დაიღუპა 12 ადამიანი, თავდამსხმელები კი პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ამის შემდეგ მათმა თანამზრახველმა ამედი კულიბალიმ ჯერ პარიზის შემოგარენში პოლიციის თანამშრომელი მოკლა, შემდეგ კი მაღაზია Hyper-Cacher-ში მძევლები აიყვანა და ოთხი ადამიანი მოკლა. ამედი კულიბალი მაღაზიის შტუმრის დროს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო