თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება

თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება - ამის შესახებ bpn.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით წერს.

რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებს, პირველ ხაზზე, რომელიც „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობს, მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასვლას ორივე მიმართულებით 60 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი სჭირდება.

ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია.

ყოველდღიურად პირველ ხაზზე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე კი - 311 კილომეტს გადიან.

თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბების სიგრძეს, ის 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც.

ყველაზე ღრმა სადგური რუსთაველია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ დენს ხარჯავს.

თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი წონა წყლის ამოტუმბვა ხდება.

თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა და დღეში დაახლოებით 600 000 მგზავრს ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო