ირაკლი ხმალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული 14 ადამიანიდან სამკურნალო დაწესებულებას დღეს 7 დატოვებს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გუშინ დაშავებული 14 ადამიანიდან სამკურნალო დაწესებულებას დღეს 7 დატოვებს. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მერია წარმოადგენს კონცეფციას, თუ როგორ გაკონტროლდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი.

„ვიმედოვნებ, რომ მომავალში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება. ჩვენ ვაპირებთ ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას. დედაქალაქის მერმა გასცა ასეთი დავალება დღეს და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ახალ კონცეფციას, რომელთა ფარგლებშიც მოხდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაშავდნენ გუშინ, დღეს მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და 7 მათგანი დატოვებს სამკურნალო დაწესებულებებს. ისეთ ხარჯებს, რომელსაც მათი სადაზღვევო კომპანიები არ დააფინანსებენ, დააფინანსებს მერია და ჯანდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე შესაბამის სამსახურებს ახალი რეგულაციების შემუშავება დაავალა, რომლითაც სამუშაოების ხარისხის კონტროლი უფრო ეფექტური გახდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს