გიორგი ტყემალაძე - საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, რა ფორმატში იქნება მსჯელობა მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარზე, უახლოეს დღეებში გაირკვევა, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, საკითხის განხილვა ფრაქციის ფორმატში სურთ, ნაწილი კი, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ითხოვს.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი კარგად გრძნობენ თავს. რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარი ინტერესია დადგინდეს, თუ რა იყო ფაქტის გამომწვევი მიზეზი. თუ ბრალეულობა გამოიკვეთება, დამნაშავე პირები უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელიც დაიდება. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ნებისმიერი საკითხის გარკვევაზე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა განსხვავებული ფორმატი წარმოადგინეს. ეს არის ფრაქციის ფორმატი. ნაწილი საკრებულოს რიგგარეზე სხდომას ითხოვს, რათა მოხდეს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც ცნობილია, ”ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, თბილისის მერის მოადგილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ფრაქციის სხდომაზე იბარებს, ხოლო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სატრანსპორტო საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს