ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის წესებს სრულად იცავს და 22:00 საათიდან 07:00 საათამდე სახლში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი აღკვეთის ღონისძიების, შინაპატიმრობის წესებს- 22:00 საათიდან 07:00 საათამდე სრულად იცავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

„ყველაფერი მიმდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს იცავს. საღამოს 22:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ის სახლში იმყოფება. სხვა პერიოდში ის დადის სასამართლოში, ესწრება საგამოძიებო ქმედებებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მან ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება შინაპატიმრობის აღსრულების კონტროლი.

„როგორც წესი, უბნის ინსპექტორი ან პოლიციელი აკონტროლებს ამ პროცესს. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამ მომენტისთვის არავინ მოსულა აღნიშნულის შესამოწმებლად. რაც შეეხება ელექტრონულ სამაჯურს, ის მას არ ატარებს, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება ამას არ ითვალისწინებს“, - დასძინა მან.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს