გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, 22 და 25 წლის მამაკაცები ქალაქ ებერბახის სუპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს. მათ სუპერმარკეტიდან 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისები გამოიტანეს.

გამომძიებლების მტკიცებით, აღნიშნული პირების შემოსავლების წყარო სისტემატიური ქურდობა იყო. დაკავებისას საქართველოს მოქალაქეებს ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს.

გერმანელი სამართალდამცველები გამოძიებას განაგრძობენ, რათა დაადგინონ დაკავებულების კავშირი სხვა სამართალდარღვევებთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა