ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ მიჰაი-ვიორელ ფიფორმა უმასპინძლა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების დიალოგში და რუმინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ხაზი შავი ზღვის აუზში ორ ქვეყანას შორის თანამშორმლობის მაღალ ხარისხს გაესვა.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის აუზის რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მის უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

”შეხვედრაზე მიჰაი-ვიორელ ფიფორმა ხაზი გაუსვა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასაც. აღინიშნა, რომ წელს ორივე ქვეყანას დამოუკიდებლობის 100 წელი უსრულდება. მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუმინეთში დამოუკიდებლობის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ორ ქვეყანას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი ორმხრივი თანამშორმლობის გეგმას მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანას ითვალისწინებს.

”ვფიქრობ ჩემს ქართველ კოლეგასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ მოუთმელნად ველოდით ამ ვიზიტს, რადგან რუმინეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გარდა, ჩვენ დღეს ის ნაბიჯი გადავდგით, რაც საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ ეკონომიკურ და სხვა ასპექტებში. რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას საქართველოს საბოლოო გაწევრიანებამდე. ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის აუზის რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და რეგიონის უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან“, - რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მიჰაი-ვიორელ ფიფორიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა