ქუთაისის მერიამ ახალი ა (ა)იპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ ახალი ა (ა)იპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო. ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისი" მერიის გადაწყვეტილებით იქმნება, რომლის ფუნქცია გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. აღნიშნულ სამუშაოებზე გასულ წლებში მერია აცხადებდა ტენდერს, თუმცა მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი მერიამ შეწყვიტა და ა(ა)იპის შექმნა გადაწყვიტა.

მერიის გადაწყვეტილება უკვე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციის პროტესტის მიზეზი. მათი განცხადებით, მერია საუბრობს, რომ ა(ა)იპებს ამცირებს, ამ დროს კი ახალ ა(ა)იპს ქმნის, რომლის ბიუჯეტიც სამი მილიონ ლარზე მეტი იქნება.

მერიაში კი განმარტავენ, რომ სამუშაოების ჩატარება ა(ა)იპის მიერ გაცილებით ეფექტური და ეკონომიური იქნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა