გიორგი გახარია - ვაცნობიერებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისეთი განაჩენი უნდა დადგეს, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს

აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გამოძიების პროცესი სწორი გზით მიდის.

„მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები. მე მესმის ადვოკატების - ხშირად იყენებენ მედიაგანცხადებებს თავიანთი სტრატეგიის განსახორციელებლად. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთვლით, რომ გამოძიების პროცესი მიდის სწორი გზით. თუ იქნება დამატებითი ფაქტორები გამოვლენილი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული. პროცესი გადაინაცვლებს სასამართლოში და ის შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელზეც არის დაფუძნებული სასამართლო, მოიტანს ერთმნიშვნელოვნად სწორ შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენ, აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო