ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს

თბილისის ზღვის ტურბაზასთან, დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღის ხუთ აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა.

სამი მათგანი „პრივატ ჰოსპიტალში“ იმყოფება. ჯერჯერობით ბავშვების ინტოქსიკაცის მიზეზი უცნობია.