ირაკლი შოთაძე სამსონ ქუთათელაძის საქმეზე - მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულ ვერსიებს ამყარებს, გარკვეულს კი აბათილებს

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გარკვეული ვერსიები არსებობს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამოძიებას გარკვეული მტკიცებულებები აქვს მოპოვებული.

”რა თქმა უნდა, არის ვერსიები, არის უკვე მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულ ვერსიებს ამყარებს და გარკვეულს აბათილებს, თუმცა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს