კახაბერ გვანცელაძე ბავშვების ინტოქსიკაციაზე - საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი ექსპერტიზაზე გაიგზავნა

ბაგა-ბაღ „იმედის“ აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.

„როგორც მთავარმა ექიმმა მითხრა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს“, - აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა "საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი".

დღეს თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღის 5 აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი „პრივატ კლინიკაში“ იმყოფება. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო