მალხაზ მაჩალიკაშვილს სურს, მთავარი პროკურორი პანკისის ხეობაში ჩავიდეს და მასთან ერთად ადგილობრივებს შეხვდეს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სურს, მთავარი პროკურორი პანკისის ხეობაში იმ ადგილობრივებს შეხვდეს, ვინც ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნა გაავრცელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან და შოთაძესთან შეხვედრა სთხოვეს.

"დამიკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, რომ თბილისში შევხვდე შოთაძეს, მაგრამ ხეობის მოსახლეობამ მოითხოვა მთავარ პროკურორთან შეხვედრა და აქედან გამომდინარე, მე შევთავაზე სწორედ ხეობაში შედგეს შეხვედრა, რაზეც ველოდები პასუხს. თუ არადა შემდეგ შევთანხმდებით და ალბათ თბილისში შევხვდებით. ირაკლი შოთაძესთან ძირითადად მაქვს კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩემს სახლში შეცდომით შემოვიდა სპეცრაზმი და მათ არანირი საფუძველი არ ჰქონდათ, თემირლანს ამ მეთოდებით მოქცეოდნენ. მე ასევე ვითხოვ ჩემი შვილის დაზარალებულად ცნობას", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს