ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ, - ამის შესახებ ექიმმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტებს გულმკერდის ზედაპირზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ. „ორივეს აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დასტურდება, რომ ჭრილობები არის შემავალი. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ორივე მათგანი არის 15 წლის. მათ თვითონ მოგვმართეს. სასწრაფოს არ მოუყვანია“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოზარდებს ჭრილობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს. ისინი თბილისის #35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს